ოპოზიციის ლოგიკას მინდა ჩავწვდე - როდესაც დიდ მოედანზე თამაშის შესაძლებლობა გეძლევა, ამაზე უარს ამბობ და ცდილობ შეძვრე იმ საარჩევნო ბატალიებში, რასაც თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 04 ივნისი 2025, 18:30
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილის რამენაირად გამართლების მცდელობას ეხმიანება.

როგორც ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის მოქმედებები ძალიან ჰგავს ვითარებას, როცა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშზე უარს ამბობს და უფრო სუსტ, პირველ ლიგაში ნებაყოფლობით გადასვლას ცდილობს.

დავით ქართველიშვილი ცდილობს რადიკალების საქციელის ამოცნობას და აცხადებს, რომ მათი მოქმედებები ლოგიკასაა მოკლებული.

„როდესაც უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა გეძლევა და ფედერაცია გაძლევს შენთვის განკუთვნილ მანდატს, ამ დროს შენ უმაღლეს ლიგაში თამაშზე უარს აცხადებ და პირველ ლიგაში თამაშის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაქვს მხედველობაში) მიდიხარ ფარულ კოლაბორაციულ შეხვედრებზე.

ოპოზიციის ლოგიკას მინდა ჩავწვდე - როდესაც დიდ მოედანზე თამაშის შანსი გეძლევა, ანუ გაქვს შესაძლებლობა შენი ამომრჩევლებისგან მიღებული ვალდებულებები დიდი ტრიბუნიდან გააჟღერო, ამაზე უარს ამბობ პრინციპების გამო და ახლა ჩუმად ცდილობ კოლეგების რამენაირად მოტყუებას, რათა შეძვრე იმ საარჩევნო ბატალიებში, რასაც ოქტომბრის არჩევნები ჰქვია?“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი - ახალ ჩამწკრივდეს ყველა და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!
არქივი