გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 04 ივნისი 2025, 18:38
ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები, თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულები არიან მათ უცხოელ პატრონებზე, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს რეზოლუცია იმის დამადასტურებელია, რომ ოპოზიცია იმას გააკეთებს, რასაც დასავლეთი ეტყვის.

„ეს მაგალითია იმის, როდესაც რეზოლუციის სახით თუ ნებისმიერი ფორმატით, რასაც ეტყვიან ის უნდა გააკეთონ. მაგრამ პრობლემა იმაშიც არის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დაყოფილი ოთხი თუ ხუთი თუ ექვსი ფილიალით ვერაფერზე ვერ თანხმდება. ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები, თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულები არიან მათ უცხოელ პატრონებზე. აქედან გამომდინარეა, რომ უნდობლობა მათ მიმართ ყოველ დღიურად იზრდება ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი