ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 ივნისი 2025, 20:31

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში, უშუალოდ მის ქვეყანაში. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული პროექტები პარტნიორების მხარდაჭერით.

„ჩვენთვის აუცილებელია ამის მასშტაბირება, სულ მცირე, 50%-ით. უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს ჯერ კიდევ აქვს აუმოქმედებელი სიმძლავრე – საჭიროა მხოლოდ ფინანსირება. ჩვენ მხოლოდ 17 მილიარდი დოლარი გვაქვს იარაღის შესაძენად ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტში, 35 მილიარდი დოლარის პოტენციალის მქონე ინდუსტრიისთვის. დაფინანსებისთვის 18 მილიარდი დოლარის დანაკლისს განვიცდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმედი აქვს, „რამშტაინის“ სხდომის დასასრულს, კონკრეტული შეთანხმებები გამოჩნდება.

„რამშტაინის“ სხდომა პირველად იმართება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მონაწილეობის გარეშე. პიტ ჰაგსეტი ასევე არ დაესწრება უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
არქივი