შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 05 ივნისი 2025, 00:45

შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით.

„როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში, მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ? სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან, ზუსტად იმავე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი