მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 05 ივნისი 2025, 23:27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მარტა კოსის განცხადება გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მისივე თქმით, ტყუილი მოკლე ინსტრუმენტია და ტყუილზეა აგებული ეს ყველაფერი.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გახდა მიზეზი და რატომ გააჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან რა იყო ამის მიზეზი. წელიწადნახევარი საქართველოს ალოდინეს კანდიდატის სტატუსისთვის, არ მისცეს, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და არდაწყებული გაწევრიანების პროცესი გააჩერეს. ჩვენთან მოლაპარაკებები არავის გაუხსნია, ის გადაწყვეტილება არც მიიღეს უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული არ ყოფილა. ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს ინსტრუმენტი გამოგაყენებინოთ ჩვენს წინააღმდეგ და არ გთხოვთ მოლაპარაკებების გახსნას, სანამ თქვენ არ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინსტრურმენტი ხელიდან ეცლებოდათ მთლიანი შემოტრიალდა ნარატივი და დაბრალდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებაში. ახლა კი, ისევ და ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროპულმა საბჭომ შეაჩერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
არქივი