კახა კალაძე დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებზე: სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობა დღესაც გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 06 ივნისი 2025, 12:16

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცალკეული დიპლომატებისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება, რაც სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ეფუძნება.

კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო არჩევნების დროს დიპლომატების მიერ გაკეთებული განცხადებებიცგაიხსენა.

„ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით - რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არსებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი თანამონაწილეები არიან ამ პროცესის, თავიანთი განცხადებებითა და ქმედებებით.

გაიხსენეთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკური განცხადებებით. პირდაპირ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ელჩებს. ნახეთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ, სიცრუეზეა დაფუძნებული და საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც 2012 წლამდე იყო და ყველა მედიასაშუალება ერთ ადამიანს ჯიბეში ედო.

„საზოგადოება ყველაფერს ხედავს. დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც იყო 2012 წლამდე, როდესაც ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში და საზოგადოებას არ ჰქონდა სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ ყველა საკითხზე“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
არქივი