სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 06 ივნისი 2025, 15:59

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 10 000 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილები იქნა შეჩერებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერების დაზიანება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი