ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 06 ივნისი 2025, 16:01

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც.

ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.

2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ
ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული
არქივი