პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 06 ივნისი 2025, 16:08

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველ სითხეს და „კოკაინს“ ფხვნილის სახით. ასევე, უკანონოდ მოჰყავდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწოდნენ.

ბრალდებულები თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ახდენდნენ „თხევადი კოკაინის“ კუსტარული წესით დაკრისტალებას, აგრეთვე „მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ელექტრო სასწორები და სხვა ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება დამატებით 265-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება), რაც სასჯელის სახით 6-დან 12 წლამდე თ/აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი იმისა, რამდენად წარმატებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, არის საქართველო
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია რეგიონში, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს
„ქართული ოცნება“ პარტიის გორგასლის ოფისში დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
არქივი