ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 07 ივნისი 2025, 01:58

რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.

„მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტელევიზიებში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.

ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.

ახლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოჰყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
არქივი