როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 07 ივნისი 2025, 15:58
მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარე ძალებისგან ინსტრუქციები წამოსულია.

„ლევან ხაზარაძეს აქვს შეცვლილი პოზიცია - რა თქმა უნდა, ჩვენ ამას წინასწარ ვაანონსებდით. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არა პრინციპულობაზე, ვინაიდან თვეების განმავლობაში ისინი თავიან ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ იმას, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. რაღაც ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია ამ ოთხ პარტიას შორის, თითქოს, ვიღაც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაც არ რჩება. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ მედიაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება პოლიტიკური პარტიებისთვის კაპიტულაციას ნიშნავს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი