მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 07 ივნისი 2025, 17:39
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

კერძოდ, ხაზარაძის კომენტარი მოჰყვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინადადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დისკუსიის თაობაზე.

ხაზარაძე აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით.

„მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით”, - წერს ხაზარაძე ელენე ხოშტარიას "ფეისბუქ" პოსტზე.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.

"რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ", - დაწერა ხოშტარიამ "ფეისბუქზე".
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
არქივი