82
07 ივნისი 2025, 18:05

საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩესის განცხადებაზე.
„ეს [ნაჩო სანჩესის განცხადება] არის საინფორმაციო ერთგვარი პროვოკაციები. საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება. ტყუილებით უნდათ საქართველოში სიტუაციის შეცვლა, ვერ ცვლიან და თავის თავს აზიანებენ, საქართველო-ევროპის დაახლოებას აზიანებენ. ტყუილებს მაინც მოკლე ფეხი აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |