58
07 ივნისი 2025, 23:47

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმიამ ხარკოვზე თავდასხმისთვის ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული მონაცემებით, შევჩენკოვის რაიონზე რუსული თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დარტყმა ბავშვთა რკინიგზაზე მოხდა. თავდასხმის ადგილის მახლობლად ცენტრალური დასასვენებელი პარკია, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |