ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 08 ივნისი 2025, 14:23

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე გაწეული სამუშაოსთვის შეაქო, კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არაკომპეტენტურები იყვნენ და ამოცანებს თავი ვერ გაართვეს.

ტრამპმა ასევე დემონსტრაციებში მონაწილეებზე ისაუბრა, მათ რადიკალები უწოდა, აღნიშნა, რომ ხშირად ისინი თანხის სანაცვლოდ მოქმედებდნენ და ახალი აკრძალვაც დააანონსა.

„რადიკალი მემარცხენეების პროტესტებს, რომლებიც ხშირად დაფინანსებული პროვოკატორების მიერ არის წამოწყებული, არ მოვითმენთ. ამასთან, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?“ - წერს ტრამპი.

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი ორი დღეა გრძელდებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი