თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე: მისმა კოალიციამ მიიღო 190 ათას ხმამდე მგონი. 1900 კაცი მაინც რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? ცოტათი თავმდაბლობას ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 08 ივნისი 2025, 16:24

რაებს არ იძახდნენ, ტოპ-ტვინები დავჯდებითო და ტოპ-ანალიტიკოსები დავდებთ [საპარლამენტო არჩევნების] გაყალბების სქემასო. რაებს არ ლაპარაკობდნენ. და ბიჭო, ამხელა რაღაც თუ დაგემართა, 1% შენი ამომრჩევლის, რატომ ვერ გამოგყავს გარეთ? ფული თუ არ გადაუხადე, მარშს რატომ ვერ აკეთებ? - განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ, „ლელოს“ ლიდერმა ამის გამო კრახი განიცადა.

„ამ ბარიერს ისე აფრინდებიან, თითქოს თვითონ არ ყვიროდნენ, გაყალბდა ის არჩევნები ასობით ათასი ხმითო. იმ ასობით ათას ხმაში „გირჩს“ რატომ არ გაუყალბდა მაშინ? რადგან იაგოს „გირჩია“? არც მე „მევასება“ იაგო, მაგრამ სიმართლე სიმართლეა. მხოლოდ იმ პარტიებმა უნდა ვილაპარაკოთო, ვის უკანაც ათობით და ასობით ათასი ამომრჩეველი დგასო, რაც გაყალბებულ არჩევნებში განისაზღვრა. და ეს ათობით და ასობით ათასი ამომრჩეველი სად იყო არჩევნების მერე, როდესაც ხმები გაყალბდა?

მისმა კოალიციამ მიიღო 190 ათას ხმამდე მგონი, შეიძლება მეშლება, მაგრამ სადღაც მაგ ფარგლებშია. 1900 კაცი მაინც რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? 1%, 10%-ს კი არ ვთხოვ - 1%. რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? სად არის ეს ათობით და ასობით ათასი კაცი? ანუ, ხომ უნდა მიხვდეს, რომ რაღაც გატეხილია მის პროცესში, თუ მის სასოწარკვეთილ ყვირილს „ხალხო გამოდით, არჩევნები გაგვიყალბებს“ 1 თვის განმავლობაში, მისი ამომრჩევლის - ვინც „ლელო“ შემოხაზა, იმის 1%-იც არ გამოეხმაურა. ცოტათი თავმდაბლობას ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება?“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი