მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 08 ივნისი 2025, 19:24

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა.

როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული.

„მე პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა… მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი, ღვთივ დადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით…

ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაუყენდა ბრალი, ეს ყოველივე მოსმენილი იქნა და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში. ეს კაცი მაღალჩინოსანია და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან გაჰქონდა, თუმცა მე არაფერი დასამალი არ მაქვს… [მონაზონს] 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ან საჭმელში უნდა ჩაუყარო საწამლავი, ან მოგცემთ [რაღაცას], მოუსვამ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება.

ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად აქედან კუდამოძუებული გაიქცა. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი