
ლოს ანჯელესში შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.
როგორც „სიენენი“ წერს, შეტაკებები ასევე მოხდა ეროვნული გვარდიის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის წევრებმა გამოიყენეს ხელკეტებიც. დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „დონალდ ტრამპ, მიგრანტები აქ სასურველნი არიან“.
შეგახსენებთ, რომ, დონალდ ტრამპის ბრძანებით, 8 ივნისს ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 წევრი განათავსეს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები მოხდა ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.
თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |