რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად იწვის ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიისთვის მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 09 ივნისი 2025, 10:36

რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში დრონით თავდასხმის შედეგად ქარხანა „ვნიირ-პროგრესში“ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩუვაშის ხელმძღვანელზე, ოლეგ ნიკოლაევზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასტრა“ იუწყება, რომ ქარხანა რუსული არმიისთვის „კომეტას“ სატელიტური სიგნალის მიმღებებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავს.

„“ვნიირის“ ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის გამოც თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება წარმოების დროებით შეჩერების შესახებ. კიდევ ერთი დრონი ჩებოქსარისა და კრასნოარმეისკის მუნიციპალური ოლქების მინდვრებში ჩამოვარდა - ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლაევმა.

მისი მტკიცებით, დრონებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია
ევროკომისიის პრეზიდენტი არც კი ახსენებს უკრაინაში ომის მაფიას, კორუმპირებულ სისტემას, დაფინანსების შეჩერების ნაცვლად, სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას, ეს სიგიჟეა
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა
ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულია ათობით ადამიანი
არქივი