ზაზა გვიმრაძე - მთხოვდნენ, რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებას, რომ მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათ და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო - პირდაპირ მომთხოვეს დაადე ხელი მეუფეს და გიშვებთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 09 ივნისი 2025, 13:33

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ ისაუბრა.

ზაზა გვიმრაძის განცხადებით, მას თბილისის მთავარ სამმართველოში სთხოვდნენ, რომ ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს აძლევდა 26 მაისის მიტინგის დასახმარებლად.

„[თბილისის მთავარ სამმართველოში] შემიყვანეს კაბინეტში გამომძიებელთან. ერთი გოგო იყო, ერთი ახალგაზრდა ბიჭი, იმის სახეს რა დამავიწყებს. მთხოვდნენ, რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებას, რა ვაღიარო მე ვუთხარი, ასეთი რამე მითხრეს - მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათ და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო.

მე ვუთხარი გაგიჟდით საერთოდ რას ლაპარაკობთ, უკნიდან პოლიციელმა ჩამცხო რასაც გელაპარაკებიან დაწერეო, არ მოვაწერე ხელი. მაგრამ უკვე ცუდადა ვარ ცემისგან იმდენხანს მცემეს სამმართველოში, რომ გული მიმდის, ვეხვეწები წამალი მომეცით შეიძლება წავიქცე-მეთქი. არც მაგას არ აკეთებდნენ, საპირფარეშოშიც არ გავყავდით, ისეთ ცუდ დღეში ვიყავით სამმართველოში. პირდაპირ მომთხოვეს დაადე ხელი მეუფეს და გიშვებთო“, - განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Axios: ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
არქივი