CNN: ბრიტანელი ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესში არეულობის დროს რეზინის ტყვიით დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 ივნისი 2025, 14:25

ბრიტანელი ფოტოგრაფი, ნიკ სტერნი ლოს-ანჯელესში პროტესტების გაშუქების დროს რეზინის ტყვიით დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკული ტელეარხი წერს, ბრიტანელი ჟურნალისტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებას იღებდა, როცა რეზინის 14-მილიმეტრიანი ტყვია მას ფეხში მოხვდა და ბარძაყი დაუზიანა.

„თავდაპირველად მაინტერესებდა, ისინი საბრძოლო ვაზნებს ისროდნენ, თუ არა? რამდენიმე დემონსტრანტი მომიახლოვდა, დახმარება გამიწია. როცა მათ მივყავდი, შევნიშნე, რომ ფეხიდან სისხლი მდიოდა“, - განაცხადა სტერნმა.

პირველადი დახმარება ფოტოგრაფს ადგილზე გაეწია, შემდეგ მან ტკივილისგან გონება დაკარგა. სტერნი სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი