მაიკ ბენცი: ლოს-ანჯელესში მიმდინარე ამბოხის ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კალიფორნიის შტატის მთავრობიდან 34 მილიონ დოლარიან დაფინანსებას იღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 09 ივნისი 2025, 14:43

ლოს-ანჯელესში მიმდინარე ამბოხის ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კალიფორნიის შტატის მთავრობიდან 34 მილიონ დოლარიან დაფინანსებას იღებს. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი, მაიკ ბენცი ავრცელებს.

ბენცი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი წლების განმავლობაში NED-ის დირექტორთა საბჭოს უფროსი წევრი იყო და ცენტრალური დაზვერვისთვის ქუჩის ამბოხებებს პროფესიონალურ დონეზე აორგანიზებდა.

ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობაში სოროსისა და USAID-ის მხარდაჭერილი NGO-ების როლზე წერენ სხვა ამერიკელი ანალიტიკოსებიც.

„სიგიჟეა ის ფაქტი, რომ ეს ამბოხება ლოს-ანჯელესში ხდება, ქალაქში, რომლის მერი, კარენ ბასი 6 წლის განმავლობაში NED-ის საბჭოში იჯდა, ანუ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს იმ დანაყოფში, რომელიც ამბოხებებისა და ქუჩის საპროტესტო აქციების მოწყობის სპეციალისტია. ვიდრე ეს ქალი დაზვერვას დაეხმარებოდა ამბოხებების დაწყებაში, იგი სამოქალაქო დონეზე იყო საპროტესტო აქციების ორგანიზატორი“, - დაწერა ბენცმა სოციალურ ქსელ X-ში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი