კოტე იოსელიანი - რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი კომპრომისი, რაც, მით უმეტეს, განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 ივნისი 2025, 16:33

რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც, მით უმეტეს, განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას, – ამის შესახებ კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი“, – აღნიშნავს კოტე იოსელიანი.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი