მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 09 ივნისი 2025, 21:41

დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მდინარაძის განცხადებით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო.

„თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე, იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს, ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს. თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლის, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით - მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ. ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი