მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს - პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 09 ივნისი 2025, 22:01

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს ადამიანს, პოლიციელს და ამერიკაში წვავს, საშინელებაა - ამაზე უფრო სერიოზული რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი, იმას თუ ვიტყვით, რომ პიროტექნიკა ყველგან წვავს, ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი ამ პიროტექნიკამ ქვებთან ერთად, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპონენტები ისეთი უსამშობლოები არიან, რომ მიიჩნევენ, რაც დანაშაულია აშშ-ში, ის დასაშვებია საქართველოში. მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ქართველი პოლიციელი არ ანაღვლებს, შეუძლიათ ესროლონ ფეიერვერკი და შემდეგ თქვან, რომ ეს მშვიდობიანი აქციის ფორმაა.

„ესენი [ოპოზიცია] ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში - ეს მიდგომა აქვთ. ქართველი პოლიციელი არ ანაღვლებთ, ამერიკელი პოლიციელი დაცული უნდა იყოს და ქართველი პოლიციელი არ უნდა იყოს დაცული - ამაზე დაეთანხმებიან, ჰკითხეთ თუ გინდათ. აგენტებს შეუძლიათ, მათ ესროლონ ფეიერვერკი და შემდეგ თქვან, რომ რა პრობლემაა, ეს მშვიდობიანი აქციაა. ერთადერთი კარგი რაც არის ამ ყველაფერში, ის არის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხედავს, რამხელა არამხოლოდ ორმაგ სტანდარტთან, არამედ რამხელა ულოგიკობასთან და უსამშობლობასთან გვაქვს საქმე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის, უფრო სწორად თუ დავარქმევთ, უსამშობლო ოპოზიციის მხრიდან." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
არქივი