მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი, სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა ბაჩიაშვილი ვიღაცის ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 10 ივნისი 2025, 16:23
წავყვეთ ამ ვერსიას, რომელშიც, ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, უფრო მაგრები არიან, ვიდრე MI6, „მოსადი“ და უსაფრთხოების სხვა წამყვანი სამსახურები მსოფლიოში. უფრო მაგარია ქართული სპეცსამსახური, დიდი მადლობა ამ პიარისათვის, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართულ უსაფრთხოების სამსახურს,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის მტკიცებითაც, ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

მდინარაძის შეფასებით, მას გაუხარდებოდა, რომ ოხანაშვილის დუბაიში ჩასვლის და იქ სპეცოპერაციის შედეგად ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის ვერსია ნამდვილი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბაჩიაშვლი საქართველოში "მოძვრებოდა" და მწვანე ზოლთან ახლოს დააკავეს. 

"ამ ვერსიით, ანრი ოხანაშვილი დუბაიში ჩავიდა, მოიპარა ადამიანი და გამოიტცა. ქართული უსაფრთხოების სამსახური ჩასულა, ტომარა ჩამოუცმევია თავზე, როგორც თქვენ ამტკიცებთ, გაიტაცა ანრი ოხანაშვილმა, ჩასვა თვითმფრინავში და ჩამოიყვანა - გატაცება რატომაა? მსჯავრდებულია ეს ადამიანი. დეპორტაცია და ექსტრადიცია მაშინ ხდება, როდესაც იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დააკავებენ  და გადმოსცემენ. შენი ქვეყნის სპეცსამსახური რომ სპეცოპერაციას ატარებს, დანაშაული როგორ არის დამნაშავის დაკავება, მართლა რომ ასე იყოს?  მოგყვებით თქვენს ვერსიაში და რომ დავიჯეროთ, ამას ჰქვია ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია სხვა ქვეყანაში - მსჯავრდებულის დაკავება როგორ შეიძლება დანაშაული იყოს?  სუს-ი ამტკიცებს, რომ საზღვართან დააკავეს. მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე იქით არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და კი არ წამოუყვანია, კინოს რეჟისორის და სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა [ბაჩიაშვილი] ვიღაცის, ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს, რაც ასევე წარმატებული [დაკავების] ღონისძიებაა." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
დიმიტრი ხუნდაძე - ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ვწუხვარ, რომ ევროკავშირი არა პარტნიორული ურთიერთობის, არამედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს
თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ შენობებში მცხოვრებლებისთვის შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი