The Guardian: ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საზღვარგარეთ არსებულ ყველა პოზიციას 30 სექტემბრისთვის გააუქმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 10 ივნისი 2025, 21:44
ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საზღვარგარეთ არსებულ ყველა პოზიციას 30 სექტემბრისთვის გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სააგენტოს საერთაშორისო პერსონალის დათხოვნის განკარგულება გასცა, რითაც საგარეო დახმარების პროგრამების კონტროლი პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა.

ეს განკარგულება USAID-ის ათასობით თანამშრომელს შეეხება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საგარეო სამსახურის ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და ადგილობრივად დასაქმებულ პერსონალს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

აშშ-ის საელჩოების ხელმძღვანელებს დაევალათ, მოემზადონ ფართომასშტაბური ცვლილებებისთვის, რომელიც მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი