მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქმიანობა განახორციელონ იმ სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ობიექტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 11 ივნისი 2025, 17:25
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წუხილია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.

კალანდარიშვილის განცხადებით, პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი მიუკერძოებლები უნდა იყვნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთი საქმიანობა განახორციელონ იმ კარგი სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ობიექტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მათ შორის, ასევე გამოვყოფდი კომპეტენციასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვინაიდან ასეთის არარსებობამ ან ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი სპეკულაციური შეფასებები და ნარატივები, რომლებიც გასული არჩევნების, მათ შორის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდგომ ვიხილეთ, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო გარემო და გააჩინა გარკვეული კითხვის ნიშნები სხვადასხვა პროცესთან მიმართებაში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
არქივი