შალვა პაპუაშვილი: 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცეს უვიზო მიმოსვლა, შემდეგ კანდელაკი და სხვები ბრიუსელში დარბოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხისთვის არ მიეცათ, თვითონ ჯიბეში ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 11 ივნისი 2025, 23:28

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“.

მან ასევე, გაიხსენა, რომ ევროკავშირმა 2010 წელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტები მისცა, შემდეგ კი, პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ხელს უშლიდნენ.

„ჩვენ ვიცით ის ქვეყნები და ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობენ რამენაირად დააზიანონ საქართველო. დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცეს უვიზო მიმოსვლა, როდესაც მძვინვარებდა ის, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ საგამოძიებო კომისიაში. ხალხი ვისხედით ვიზიანად, 7 წელი ველოდეთ, ვიდრე არ მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და უვიზო მიმოსვლა არ მოიტანა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ისევ სააკაშვილის ხალხი ეწინააღმდეგებოდა. გახსოვთ თქვენ, მაშინ მალავდნენ, რცხვენოდათ, ახლა არ რცხვენიათ, დარბიან კორიდორებში, მაგრამ მაშინ [გიორგი] კანდელაკი და სხვები როგორ დარბოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხისთვის არ მიეცათ. თვითონ ჯიბეში ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტი, უვიზო მიმოსვლა, თვითონ კანდელაკს ედო ჯიბეში ლურჯი პასპორტი, უვიზოდ დადიოდა და ქართველ ხალხს არ მისცეთო, ამას ეუბნებოდა ბრიუსელში ადამიანებს. ასე რომ ევროკავშირმა თავის დროზე დიქტატორულ ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა.

არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამართლებდა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
არქივი