შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი როგორ მოუვიდა ეს ამბავი, მაგრამ ბრიტანეთის ელჩმა თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში... მნიშვნელოვანია, ამაზე გააკეთოს განცხადებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 11 ივნისი 2025, 23:42

„აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩო ყოფილა ის, ვინც აფინანსებს საქართველოში პროპაგანდას," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერი" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა საკითხზე განმარტებები გააკეთოს.

"ორგანიზაცია, რომლისთვისაც აპირებდნენ 400 000 ლარის მიცემას 3 თვეში, გახლავთ "საქართველოს მომავლის აკადემია". [ამ სურათზე] არის გია ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" სიის მე-5 ნომერი (2024 წლის არჩევნებში). "ნაცებში" რომ მეხუთე ნომერი იქნები, როგორი "ნაცია" ადამიანი, გასაგებია. ეგეთი ზღაპრები [რომ არა პარტიის, არამედ კოალიციის წევრია] მოუყვეს ბრიტანეთის ელჩს. ეს ადამიანი გახდა დეპუტატი, მანდატი დააგდო, არ აღიარა და დღეს ამბობს, ჩვენ უნდა ჩავშალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოვუცხადოთო; ეს ადამიანი არის მეორე სურათზეც - ზუსტად - "საქართველოს მომავლის აკადემიის". ბრიტანეთის ელჩს შტერები ვგონივართ ქართველები, როცა ეს უნდა ჩვენ მოგვყიდოს, როგორც მოქალაქეების დაკვირვება არჩევნებზე, როცა "ნაცმოძრაობის" მე-5 ნომერი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უნდა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადოს, უნდა იყოს დამკვირვებელი.

სხვათა შორის, მეორე, ვინც არის ამ ორგანიზაციის წევრი, ბატონი ზიბზიბაძე, გახლავთ ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მას შემდეგ, რაც რადიკალიზმში იქნა მხილებული, უცებ ჩააჩოჩეს და წამოწიეს მეორე ორგანიზაცია ზემოთ.

ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი როგორ მოუვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში.

თავიდან გამიკვირდა, როცა ეს ინფორმაცია გავიგე და მოვიკითხე, მათ შორის, რასთან მქონდა საერთოდ საქმე და თვალებს არ დავუჯერე - პირდაპირ, დღისით, მზისით ამბობენ, - უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს - და ესენი უნდა დააკვირდნენ არჩევნებს? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განცხადებები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი