პრემიერი: უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 12 ივნისი 2025, 12:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.

„საქართველო-უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს.

ჩვენი საუბარი იყო პროდუქტიული და ყოვლისმომცველი. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.

შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნავს პრემიერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
არქივი