პრემიერი: კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ რომც მიიღოს მონაწილეობა, მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 12 ივნისი 2025, 12:28

ოპოზიციაში არის უმძიმესი ვითარება და ასე გაგრძელდება ეს პროცესები შემდეგი წლების განმავლობაშიც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს და უნდათ, რომ არჩევნებში არმონაწილეობით თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე შედეგისგან.

„რეალურად ჩვენ არსებული კვლევების თანახმად, შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ოპოზიციას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, არის ე.წ. ბულინგი ერთმანეთის მიმართ. ორ პარტიას აქვს ნათქვამი, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას, ორი პარტია ემუქრება ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. შეიძლება, ყველას უთხრან, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალურ არჩევნებში, შეიძლება, შუაზე გაყონ პოლიტიკური პარტიები. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოში, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის გარეთ და ეს პარტიებიც ემორჩილებიან ხოლმე საბოლოო ჯამში გარედან მიღებულ დირექტივებს, რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის ერთ ან მეორე გადაწყვეტილება, როცა დავალებას იღებენ, მაშინვე ასრულებენ მას.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის სასარგებლო, არც ერთი და არც მეორე სცენარი არ არის მათთვის სასარგებლო. არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული, თუ არ მიიღებენ, ეს არის ცალკე პრობლემა მათთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მანდატებსაც დაკარგავენ, რაც პოტენციურად შეუძლიათ მიიღონ. ისინი არ არიან პარლამენტში, შესაბამისად, ვერ იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება ამ პარტიებზე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, თუ ისინი დარჩებიან მუნიციპალური ტრიბუნის გარეშეც, ესეც იქნება ძალიან მძიმე მათთვის. თუმცა რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ, მაქსიმუმ მიიღონ 3-4 მანდატი მთლიან ოპოზიციას ვგულისხმობ საკრებულოებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი