კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, ღმერთმა მოახმაროთ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 12 ივნისი 2025, 15:38

ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, ღმერთმა მოახმაროთ მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს და გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.

„არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომად იყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაში თითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.

მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის დავიცავთ და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი