გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 12 ივნისი 2025, 15:40

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურიაში პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
არქივი