საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 12 ივნისი 2025, 15:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ასევე სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.

მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარდგა.

სტუმრებისთვის სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა. ღონისძიება კინოლოგთა სამსახურის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
არქივი