ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 12 ივნისი 2025, 16:44

 ალეკო ელისაშვილი მოსამართლე, ლელა მილდერბერგერმა  სასამართლო პროცესიდან გამოაძევა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მან მოსამართლის მისამართით რამდენიმე ფრაზა თქვა, რის გამოც ლელა მილდერბერგერმა პროცესიდან მისი გამოძევებისა და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

„მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჩემს ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ვუთხარი ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა: - არაო. ამდენი დრო არ მაქვსო, ამ მილდერბერგერმა. კი, ხალხი გყავს „პაჩკა- პაჩკა“ დასაჭერი-მეთქი ვუთხარი და ამის გამო გამომაგდეს. კიდევ ერთი ფრაზაც მივამატე და დამაჯარიმეს კიდეც“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილსელენე ხოშტარიასალეკო ელისაშვილს.

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი