დაჩი ცაგურია: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მითხრა - შენ საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 16 ივნისი 2025, 14:33

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ ისაუბრა. დაჩი ცაგურიას განცხადებით, საკანში მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე შევიდა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტისთვის გადაეცა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, დაჩი ცაგურიას უთხრა, რომ ის ცემის ღირსი იყო და იმიტომაც სცემეს.

„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. მოვიდა და მაშინვე აგდებული დამოკიდებულებით, აბა ერთი სად ხარ დამენახეო, მაშინვე ვუთხარი რა გინდა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეო ხომ იციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარო. ჰო და ხომ ხედავ ნაცემი, ნაწამები ამ მდგომარეობაში ვარ და ხომ ხარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰოდა გაყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენს პარლამენტს და შენი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულო, მოვუყევი ყველაფერი რაც ხდება-თქო. მიყურებს მიყურებს და იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, დიახაც საცემი იყავიო, ახალაიაზე შენ ხმას როგორ იღებო, ქვეყნის პატრიოტებზე, მიშაზე ხმას როგორ იღებ, მიშა რომ არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდაო და რაღაც სისულელეები. გავოგნდი და ვკითხე ხომ არ მეშლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ ხარ-თქო. მოდიხარ და ნაცემ პატიმარს მეუბნები, რომ ღირსი ვიყავი-თქო და კიო, ღირსი იყავიო. თავზე დავახურე, გავეცი პასუხი, ვინც და რაც იყო, მაგრამ მასთან დისკუსია აღარ მინდოდა. ვუთხარი შემიყვანეთ კამერაში აღარ მინდ ამასთან ლაპარაკი-მეთქი“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი