ირანული მედია - ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 16 ივნისი 2025, 16:17

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციიდან რამდენიმე საათში მიწისქვეშა ბუნკერში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ირან ინთერნეშენელი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ობიექტი, სადაც ხამენეი იმყოფება, თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ლავიზიანის რაიონში მდებარეობს.

გავრცელებული ცნობით, ირანის სულიერ ლიდერთან ერთად ბუნკერში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც. გამოცემის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი ამავე ბუნკერს აფარებდა თავს 2024 წლის აპრილსა და ოქტომბერში, როდესაც ირანი ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა.

ამასთან, როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, 15 ივნისს ისრაელმა იერიში მიიტანა მეშხედის აეროპორტზე, რომელიც ისრაელიდან 2,3 ათასს კილომეტრში მდებარეობს, რათა ეჩვენებინა, რომ ხამენეიმ უსაფრთხოდ ვერსად ვერ უნდა იგრძნოს თავი.

მანამდე „როიტერი“ წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას, რომელიც ხამენეის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონი არ არის მზად, მსგავსს ზომების მიღებაზე თანხმობა განაცხადოს, ვიდრე ირანი უშუალოდ აშშ-ის მოქალაქეებზე არ მიიტანს იერიშს.

„ირან ინთენრნეშენელი“ მანამდე წერდა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აიათოლა ალი ხამენეის რუსეთში შესაძლო გამგზავრების თაობაზე, თუ ირანში ვითარება გაუარესდება. გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ირანის სხვა მაღალჩინოსნებიც აწარმოებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი