„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 16 ივნისი 2025, 22:42

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ის სტუდიას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვით ძალებში აღნიშნეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა „დაზვერვის სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტი იერიში მიიტანეს საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა“.

„შენობას ირანის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ იყენებდა, რითაც ფარავდა ცენტრის ინფრასტრუქტურისა და აქტივების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას. ამ თავდასხმამ პირდაპირ ზიანი მიაყენა ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თავდასხმამდე ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილეს, მათ შორის სატელეფონო ზარების მეშვეობით. იერიში განხორციელდა ზუსტი მეთოდით, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: ტრამპი გერმანიიდან 5000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანას გეგმავს
ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო
პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ თავისი სიძის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას გეგმავს
საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ
დონალდ ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
არქივი