შს მინისტრი გეკა გელაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 19 ივნისი 2025, 10:41

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა.  გეკა გელაძე პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან, მოადგილეებთან ალექსანდრე დარახველიძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. გეკა გელაძემ რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
არქივი