შალვა პაპუაშვილი: ერთი კვირა გავიდა, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და დღეს-სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 19 ივნისი 2025, 10:49

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„კარგად რომ გავიაზროთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე (“მომავლის აკადემია”) ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.
ამასობაში, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა, „საერთაშორისო დახმარების შესახებ“ პარიზის დეკლარაციისა და „საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი