ხაშურში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულუ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 19 ივნისი 2025, 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, სიმამრს - 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სამართალდამცველებმა ბ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს, რომელიც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანზე: როგორ იცვლიან-ხოლმე სახეს, როგორც კი უცხო ქვეყნის მსახურებას იწყებენ. ყველას ერთ თარგზე ჭრიან - ჯერ გააპიარებენ, დააპურებენ და ბოლოს საკუთარი განცხადებებისა და პოზიციების უარყოფას აიძულებენ
უკრაინაში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ომში მონაწილეობის უფლება მისცეს
სირცხვილი, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე ბმას ამაყობს
არჩილ გორდულაძე ხატია დეკანოიძეზე: ადამიანი, რომელიც პოლიციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ახლა პოლიციელებს ლანძღავს, სიტყვები, რაც თქვა, მის პიროვნებაზე უფრო მეტყველებს
არსებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ
არქივი