ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 19 ივნისი 2025, 12:26

თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

„თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს“ განიხილავს.

„თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გვერდით გადგნენ“, - აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი