თეა წულუკიანი - გერმანიის ყოფილი ელჩი ქნირში უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, შენ ახლა ეს უნდა შეასრულო, მეც მომცა დავალება, რომელიც არ შემისრულებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 19 ივნისი 2025, 13:50

გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანლს, გიორგი ჭოლაძეს უსმენენ.

თეა წულუკიანის თქმით, შესწრებია საუბარს, როდესაც ჰებერტ ქნირში მაღალი თანამდებობის პირებს ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“.

„გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი იყო, რომელიც დიპლომატიურის გარდა ყველაფერი იყო. შევსწრებივარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს, სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნება გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა
მიხეილ ყაველაშვილი - სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები, მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
მიხეილ ყაველაშვილი - ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალებაზე შეთავაზება ჩემგან ძალაშია, თუ გამოიყენებენ, ეს არის შესაძლებლობა
მიხეილ ყაველაშვილი - კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, კორუფციული ნიშნები, რომელიც არსებობს, ამასაც რომ აღმოვფხვრით, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება საზოგადოებას
ლევან ხაბეიშვილი - გუშინ ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს ერთი რამის გამო, თუ ის კონკრეტულ თანხას მიუტანს ბიძინას, ამას თუ არ გააკეთებს, გაიზიარებს თავისი მოადგილის და ნათესავის ბედს
არქივი