სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „სთრით ფუდ 125“-ის პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინა და საწარმოო პროცესი შეაჩერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 19 ივნისი 2025, 13:56

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1) სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელა აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა.

„შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძის შეხვედრები ათამდე ქვეყნის წარმომადგენელთან - უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზავნილია
ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
არქივი