324 ევროპარლამენტარმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მზია ამაღლობელის, მათე დევძის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელია, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 19 ივნისი 2025, 14:50

ევროპარლამეტნმა 324 ხმით მიიღო რეზოლუცია, სადაც მზია ამაღლობელის, გათავისუფლებაა მოთხოვნილი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რეზოლუციის, სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“, წინააღმდეგ ხმა 25 ევროპარლამენტარმა მისცა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.

“მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც იყო წარდგენილი, სადაც მზია ამაღლობელი გაკრიტიკებული იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი