თამარ არღვლიანი: პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, შპიონაჟი დასწამეს. სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო. ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 19 ივნისი 2025, 15:10

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, რაც მასთან ახლოსაც არ იყო. გამოძიების შედეგადაც არ მოიძებნება ერთი ისეთი დეტალი, შპიონაჟში რომ ბრალი ედებოდეს, არც იზამდა მაგას. ასე რომ ყოფილიყო, ზარ-ზეიმით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, ჩამოიყვანდნენ თბილისში, მართლმსაჯულებას წარუდგენდნენ და იმასაც იტყოდნენ, ასეთი მოღალატეები გვყავდა და ომი იმიტომ წავაგეთო და მკაცრად დასჯიდნენ, როგორც იცოდნენ ისე, იქ აწამებდნენ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ აღვლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, დავით ცინდელიანის მამაც ამ ამბავს გადაჰყვა. მესამე დახვრეტა კი, ცინდელიანების ოჯახისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ცინდელიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რომან შამათავას გმირად მოხსენიება იყო.

„ასეთი უბედურება გადაგვხდა ჩვენ, ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ამდენი გასაჭირი ვერ აიტანა. რამდენჯერაც ღამე გაეღვიძებოდა საწოლში, ადგებოდა, ღამე დაიწყებდა სიარულს და თავის თავს სამდურავს ეუბნებოდა, რატომ დაგანებეთ, რატომ თავი არ შეგაკალითო. ყველა დავიჩაგრეთ ოჯახში, დიდ-პატარა, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც, ვინც დავრჩით, არაფრის გული არ გვაქვს. მე ასეთი გაუბედურებული ვარ, იმ დღიდან მუშაობაც შევწყვიტე, არაფრის გული არ მაქვს. მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით გამოდიოდა და თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
არქივი