პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 19 ივნისი 2025, 15:19
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, 18-19 ივნისს ბათუმში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: „დასაქმებულთა მომავლის ფორმირება”: 
ღონისძიება განხორციელდა ACTRAV-ის (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიურო) ჩართულობით და მიზნად ისახავდა პროფესიული კავშირების როლის გაძლიერებას და მათ საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებას.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
  პროფესიული კავშირების ისტორია და სამომავლო სტრატეგიები,
  ILO-ს საქართველოში განხორციელებული პროგრამები (DWCP),
  კლიმატური ცვლილებებისა და სამართლიანი გადასვლის პროცესი,
  NDC-ების (ეროვნული დონეზე განსაზღვრული წვლილი) როლი და პროფკავშირების ჩართულობა,
  სოციალური დიალოგის განვითარება და პარტნიორობა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან
         სამართლიანი გადასვლა საქართველოში: არსებული პრაქტიკა და საჭირო ინიციატივები

    მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული კავშირების გამოწვევებზე, მათ როლზე სწრაფად ცვალებად სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში. სპეციალური სესია დაეთმო ახალგაზრდების როლს პროფკავშირულ მოძრაობაში და თემას — „რა გვინდა დავინახოთ მომავლის პროფკავშირებში“.

   ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლებმა, ასევე ACTRAV-ის ექსპერტებმა და ILO-ს ადგილობრივმა და საერთაშორისო წარმომადგენლებმა.

ღონისძიება დასრულდა ჯგუფური მუშაობით, დასკვნებისა და რეკომენდაციების შეჯამებით, რომლებიც სამომავლო პოლიტიკის ფორმირებასა და სამოქმედო  გეგმების შემუშავებას დაეფუძნება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი