საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრები ღიაა და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ირანის ტერიტორიის დატოვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 19 ივნისი 2025, 15:23

ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, რომ დატოვონ ირანის ისლამური რესპუბლიკა, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ირანის ტერიტორიის დატოვება მოუნდებათ, ირანში არსებული საელჩოები დაეხმარებიან.

„ისრაელის რეჟიმის თავდასხმამ არა მხოლოდ ირანის მოქალაქეებს შეუქმნა პრობლემები, ასევე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საუბარია როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლების თანამშრომლებზე. შესაბამისად, ჩვენ ირანში არსებულ საელჩოებს დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ენდომება და სურვილი ექნება, დატოვოს ირანის ტერიტორია, ჩვენ ხელს შევუწყობთ ევაკუაციაში. ყველა სახმელეთო საზღვარი ღიაა და ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია, რომ დატოვონ ირანის ისლამური რესპუბლიკა“, – განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი - ახალ ჩამწკრივდეს ყველა და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!
არქივი