პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 19 ივნისი 2025, 15:39

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა) და 18,260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანას უკანონო რეალიზაციის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჟენევაში შეხვედრები გვექნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, პლატფორმას საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ
პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანული მედია: აშშ-მა 2008 წლის შემდეგ ბრიტანეთში ბირთვული იარაღი პირველად განალაგა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია
არქივი